fbpx

თაღლითობის გამოვლენა

თაღლითურ ქმედებებს ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც კონკრეტული ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის.

სამსახურში განხორციელებულმა თაღლითურმა სქემამ, თუ ის დროულად არ იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი, შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ან სრულად გაანადგუროს კომპანიის ფინანსური ან/და რეპუტაციული მდგომარეობა. თუმცა, ხშირად სამსახურის ხელმძღვანელს თავად არ ძალუძს ყველა თანამშრომლის და სამსახურში მიმდინარე ყველა მოვლენის უშუალო კონტროლი.

P&S Group მზად არის დაგეხმაროთ სამსახურში განხორციელებული ნებისმიერი სახის თაღლითობის გამოვლენაში.